ჩვენი
მომსახურეობა

 
    სიახლეები
     
 
მასშტაბური IT პროექტის განხორციელებისათვის პროექტის კორექტული დაგეგმვა და მისი სწორი მართვაა საჭირო. აუცილებელია პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა და შესაბამისი დეტალური ტექნიკური დავალების შემუშავება, რაც სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცევა სისტემის მშენებლობის ყოველი შემდგომი ეტაპისათვის. წინასწარ უნდა იქნას შემუშავებული როგორც შესაქმნელი სისტემის ზოგადი კონცეპცია, ასევე დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მისი ყოველი ფუნქციონალური მოდული და აპარატურული უზრუნველყოფის სქემა. სწორად უნდა გადანაწილდეს ფუნქციები და პასუხისმგებლობები;

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი გეგმარების ან არაკორექტული მართვის გამო მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული IT პროექტები არამიზნობრივი მიმარულებით ვითარდება.

ბუნებრივია ორგანიზაციების უმეტესობას შესაბამისი მუდმივი საშტატო ერთეულის აუცილებლობა არ გააჩნია, ამიტომ ისინი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობენ მოწვეული IT ექსპერტებისა და IT პროექტების მენეჯერთა მომსახურებით.

BESRICH-ს მიერ განხორციელებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის IT პროექტების მართვის 10-წლიანი წარმატებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ კვალიფიციური მომსახურება შემდეგ სფეროებში:

  •         IT პროექტის დაგეგმვა;
  •         კონცეპციის შემუშავება;
  •         პროექტის მართვა;
  •         IT პროექტების აუდიტი;
  •         IT ინფრასტრუქტურის აუდიტი


დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ
დაგვიკავშირდეთ

 

მსხვილი და საშუალო სექტორის კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. დღეს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, კორპორატიული ვებსაიტის მისია ბევრად უფრო ფართოა ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გავრცელება.

თანამედროვე ვებსაიტი მძლავრი მარკეტინგული იარაღია, რომელიც ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას, ბიზნეს პროცესების ავტომატიზირებასა და მრავალი სარეკლამო თუ ორგანიზაციული ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს. ელექტრონული კომერცია, სხვადასხვა სერვისების ონლაინ რეჟიმში გადატანა, ინტერაქცია მომხმარებელთან თანამედროვე ვებსაიტისათვის უკვე ჩვეულებრივ კომპონენტებად ითვლება.

BESRICH-ს ათწლიანი გამოცდილების მანძილზე 200–ამდე მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული, რომელთა უმეტესობა დღემდე ვითარდება და იხვეწება. ამ მომენტისათვის BESRICH ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც შესწევს ძალა და აქვს რესურსი, რომ ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ვებ პროექტს შეეჭიდოს.

იხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები განყოფილებაში "
პროექტები"

კორპორატიული ვებსაიტის დასაკვეთად
დაგვიკავშირდით
 
 

შირად დამკვეთისათვის აუცილებლობას წარმოადგენს განათავსოს გარკვეული ინფორმაცია ან თუნდაც შესთავაზოს მომხმარებელს სერვისის სახით სივრცითი მონაცემები - ანუ გეომონაცემები. განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო ორგანოებსა და ტურიზმზე ორიენტირებულ კომერციულ სტრუქტურებს. ასევე სატრანსპორტო და გადამზიდავ კომპანიებს.

სივრცითი ანუ გეომონაცემების განთავსება ვებ საიტზე
გეომონაცემთა პორტალი გულისხმობს სხვადასხვა სახის სივრცითი ინფორმაციის ვებ-სერვერზე განლაგებას. მაღალი გარჩევადობის კოსმოსური და აერო სურათები და მაღალი ინფორმაციულობის მატარებელი რუკებით შექმნილი საფუძველი საშუალებას იძლევა მასზე აშენდეს ნებისმიერი თემატიკის ელექტრონული ფენა და ამავდროულად გაკეთდეს სხვადსხვა სახის სივრცითი ანალიზი. აღნიშნული საფუძველი ასევე საშუალებას იძლევა გაკეთდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის, მოვლენისა თუ პროცესის ვიზუალიზაცია. სერვერზე განთავსებულ ყოველ ობიექტს შეიძლება მიებას შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია და ფოტო ილუსტრაციები.

რუკების ვებ-სერვერზე შეიძლება განთავსებულ იქნას შემდეგი სახის სივრცითი ინფორმაცია:

  • კოსმოსური ან აერო სურათები
  • ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ციფრული რუკები
  • GPS -ის პორტატიული მოწყობილებებიდან მიღებული სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ტრაექტორიები

კოსმოსური სურათები
დღეისათვის ხელმისაწვდომია მაღალი გარჩევადობის გაორიენტირებული კოსმოსური სურათები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიის დეტალური ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. გაორიენტირებული კოსმოსური სურათი იმას ნიშნავს, რომ მასზე შესაძლებელია ნებისმიერი ადგილის გეოგრაფიული კოორდინატის ამოღება, ასევე მანძილების, ფართობების და სიმაღლეების გამოთვლა, რაც ამ ვირტუალურ სამყაროს მაქსიმალურად აახლოებს რეალურთან და მის მცირე მოდელად წარმოგვიდგება.

ყოველ მნიშვნელოვან ობიექტს სურათზე შეიძლება მიებას შესაბამისი ინფორმაცია და ფოტოსურათი. სისტემის ყველა ობიექტი შეიძლება იყოს ინტერაქტიული ანუ ობიექტის შერჩევის და გადიდების შემდეგ მასზე დაწკაპუნებით მივიღებთ, გეომონაცემთა ბაზაში, ამ ობიექტის შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას. რუკებზე შესაძლებელია განხორციელდეს ქუჩების, შენობების, შენობებში განთავსებული ორგანიზაციების, GPS მოძრავი ობიექტების ეფექტური ძიება.

ვირტუალური ტურები
ვირტუალური ტურის მეშვეობით რუკიდან შესაძლებელია ნებისმიერი ქუჩის 360 გრადუსიანი სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებულ ინტერაქტიულ ფორმაზე მოხვედრა, ფაქტიურად საიტის მომხმარებელს შეუძლია ვირტუალურად იმოგზაუროს ქუჩებში და გაეცნოს ლოკალურ ღირშესანიშნაობებს.

GPS მოწყობილობათა ფართო გავრცელებამ შესაძლებელი გახადა გეოსაინფორმაციო ინტერნეტ სისტემების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებათა ონლაინ მონიტორინგის მიზნებისათვის. ასეთი სისტემები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და BESRICH ამ მიმართულების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს.

 
ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ძალიან სწრაფად იზრდება ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კომპიუტერთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ ვიდრე ტელევიზორთან და ეს შეუქცევადი პროცესია. საქართველოში ყოველ წელს ინტერნეტის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 50%–ით იზრდება.

შესაბამისად რეკლამა ინტერნეტში დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება. ის საშუალებას იძლევა მივაწვდინოთ ხმა ადამიანთა ისეთ ჯგუფებს, რომელთა ყურადღების მიპყრობა სხვა საშუალებებით რთული და ძვირია.

BESRICH გთავაზობთ ინტერნეტ სარეკლამო კამპანიის დაგეგმვასა და მართვას როგორც ჩვენს ხელთ არსებული, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების რესურსების გამოყენებით.
  • საბანერო და კონტექსტური რეკლამა ერთდროულად 200–ზე მეტ პოპულარულ ქართულ საიტზე. ჩვენი პარტნიორი კომპანია „ადსფეი“–ს მეშვეობით – www.adspay.ge
  • ტარგეტირებული საბანერო და კონტექსტური რეკლამა google, youtube, yahoo, facebook, msn და სხვა მეგაპორტალების სარეკლამო ქსელში.
 
ჩვენ გამოვნახეთ ტექნიკური საშუალება, რომ მცირე და საშუალო ზომის ვებსაიტების შექმნა მოხდეს 2-3 დღეში და ეს მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის.

აირჩიეთ მომსახურების პაკეტი და დაგვიკავშირდით.  2-3 დღეში თქვენი საიტი მზად იქნება.
 

 უპირატესობები

  • სწრაფი და საიმედო სერვერი;
  • სწრაფი შეერთება როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან;
  • ლიცენზირებული და მოსახერხებელი სამართავი პანელი cPanel;
  • სატელეფონო ტექნიკური მხარდაჭერა სამუშაო საათების განმავლობაში;

 
ჰოსტინგი / კოლოკაცია

 სამართავი პანელის (cPanel) საშუალებით თქვენ თავად შეძლებთ ისეთი სტანდარტული პროცედურების ჩატარებას როგორიცაა:

  • ელ–ფოსტის ყუთების გახნა და დაკონფიგურირება;
  • სერვერზე ფაილების ატვირთვა და რედაქტირება ftp კლიენტის გარეშე;
  • ftp ანგარიშების გახსნა და დაკონფიგურირება;
  • ქვედომენების შექმნა და დაკონფიგურირება;
  • MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • საიტზე სხვადასხვა მზა სკრიპტების (Mambo, phpBB forum და ა.შ) დაინსტალირება და მართვა;
  • მთლიანი საიტისა და მონაცემთა ბაზის რეზერვული კოპიის შენახვა და აღდგენა (backup/restore);
  • საიტზე ვიზიტორთა სტატისტიკის ანალიზი;
 
    ვებ-გვერდის On-Line შეკვეთა
     
              

 ლოგო დიზაინი


 ვებ-დიზაინი


 დომენი-ჰოსტინგი

 


სიახლის გამოწერა
 
შეიყვანეთ თქვენი E-Mail


 

  besrich.net


საინტერესო ამბები

მასშტაბური IT პროექტის განხორციელებისათვის პროექტის კორექტული დაგეგმვა და მისი სწორი მართვაა საჭირო. აუცილებელია პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა და შესაბამისი დეტალური ტექნიკური დავალების შემუშავება...